100%-ით ორიგინალი პროდუქცია
ჩვენ ვართ BRISK-ის ოფიციალური დილერი, რაც გამორიცხავს ფალსიფიცირებული პროდუქტის მოხვედრას ჩვენს ასორტიმენტში.
საქართველოBRISK-ის ოფიციალური დილერი საქართველოში
TÁBOR, CZECH REPUBLIC / BRISKჩვენ შესახებ
შპს „ბრისკჯორჯია“ წარმოადგენს ავტომობილების აალების სანთლების (სანთლების / „სვეჩების“) მსოფლიოში ცნობილი ჩეხური ბრენდის - BRISK-ის ოფიციალურ დილერსა და პარტნიორს საქართველოში.
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ქართულ ბაზარზე მაღალი ხარისხის, ორიგინალი აალების სანთლების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე სპეციალური და მოტო-ტექნიკის BRISK-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტს.
დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანია ავტომფლობელებსა და ავტოსერვისებს მივაწოდოთ მხოლოდ სერტიფიცირებული, ქარხნული გარანტიით უზრუნველყოფილი პროდუქცია, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურ, ეკონომიურ და სტაბილურ მუშაობას.
გაეცანი პროდუქციასჩვენი მისია

ჩვენ ვართ BRISK-ის ოფიციალური დილერი, რაც გამორიცხავს ფალსიფიცირებული პროდუქტის მოხვედრას ჩვენს ასორტიმენტში.
ჩვენთან იპოვით BRISK-ის სერიის სანთლებს (Silver, Extra, Iridium, Premium და ა.შ.) ნებისმიერი ტიპისა და მოდელის ძრავისთვის (LPG/CNG აირზე მომუშავე ძრავების ჩათვლით).
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილის კატალოგის მიხედვით ზუსტად შერჩევაში.
ვთანამშრომლობთ როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე ავტოსერვისებთან, მაღაზიებსა და კორპორაციულ კლიენტებთან.
BRISK-ის შესახებ
BRISK წარმოადგენს ჩეხურ ბრენდს 90-წლიანი ისტორიით, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლებისთვის (OEM) აალების სანთლების ოფიციალური მომწოდებელია. BRISK-ის პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამძლეობითა და მაღალი ეფექტურობით ნებისმიერ საექსპლუატაციო პირობებში.
ჩვენი აქტივობები
შპს „ბრისკჯორჯიასა“ და ჩეხურ ქარხანა BRISK-ს შორის არსებული მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობა სცდება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებას. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართულ ბაზარსა და ავტოსექტორში დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტები და ავტოსერვისებსა თუ მომხმარებლებს მივაწოდოთ უახლესი ტექნოლოგიური ცოდნა.
პერიოდულად, BRISK-ის ჩეხი წარმომადგენლები და წამყვანი ინჟინრები სპეციალური ვიზიტით ეწვევიან საქართველოს. ჩვენი ორგანიზებით ტარდება სამუშაო შეხვედრები, სემინარები და ტექნიკური ტრენინგები, სადაც განხილულია:
ეს სემინარები ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებსა და ავტო-ტექნიკოსებს ეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებასა და BRISK-ის პროდუქციის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენებაში.
ჩვენი გუნდის პროფესიონალური ზრდისთვის, შპს „ბრისკჯორჯიას“ წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ჩეხეთში, BRISK-ის სათავო ოფისსა და საწარმოო ბაზაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებში. ჩეხეთში ვიზიტების ფარგლებში ჩვენი გუნდი:
მუდმივი გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ სფეროს ლიდერები და შევთავაზოთ ქართულ ბაზარს ევროპული ხარისხი და კომპეტენცია.

